пятница, 22 мая 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ომი ძალადობის უხეში და პრიმიტიული გამოვლინებაა, როდესაც სახელმწიფოებს არ ძალუძთ ან არ სურთ უთანხმოებისა თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვიტა, მაშინ იარაღს მიმართავს. ტანჯვა და მძიმე მატერიალური ზარალი ომის უცილობელი შედეგია.
და მაინც, სახელმწიფოები კვლავ აწარმოებენ ომებს, ცალკეული დაჯგუფებებიც, როდესაც კარგავენ სამართლიანობის იმედს მთავრობის მხრიდან, იარაღს მიმართავენ. ვერავინ განსჯის პატარა სახელმწიფოს თავისი დამოუკიდებლობის ხელყოფისაგან დაცვის მიზნით წარმოებული ომისათვის, ისევე როგორც ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულ ხალხს. ომი და სამართალი? შეუძლია კი სამართალს დაეხმაროს სახელმწიფოებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით, ე.ი. ადამიანთა მსხვერპლისა და მატერიალური დანაკარგების გარეშე, მოგვარებაში? სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, შეუძლია კი სამართალს ომის თავიდან აცილება? და კიდევ, თუ სამართალმა ვერ მოახერხა ომის შეჩერება უნდა დაინტერესდეს თუ არა სამართალი ომით და მისი შედეგებით, რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს სამართალმა პრაქტიკაში, ბრძოლის ველზე ან ციხის კედლებში? მართალი იყო თუ არა ციცერონი, როდესაც სკეპტიკურად განაცხადა: “ომის დროს კანონები დუმს?” გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ პირველ რიგში ზოგიერთ ამ კითხვას გავცემთ პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედ სისტემას.
ომის სამართლის შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ამოსავალი პუნქტი იმ საშუალებების ძიებაა, რომლებსაც თანამედროვე საერთაშორისო სამართალი სთავსაზობს სახელმწიფოებს კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანი გზით.გაერთიანებული ორგანიზაციის წესდება ომს კრძალავს; უფრო მეტიც, იგი კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარას. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ყველა სიტუაციაში მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ ნებისმიერი უთანხმოება.სახელმწიფო,რომელიც შეეცდება თავისი მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებას მეორე სახელმწიფოს მიმართ,არღვევს საერთაშორისო სამართალს და მისი მოქმედიანობა აშკარაა.
სამაგიეროდ გაეროს წესდება არ კრძალავს ძალის გამოყენებას,როდესაც სახელმწიფოს თავს ესხმმიან და მაშასადამე,იგი იძულებულია თავი დაიცვას.ძალის გამოყენება ნებადართულია და გამართლებულია იმ ე.წ მესამე სახელმწიფოებისათვის,რომლებიც ეხმარებიან აგრეესიის მსხვერპლ სახელმწიფოს და ბოლოს,მშვიდობის აღსადგენად გაეროს შეუძლია მოითხოვოს სამხედრო ან არასამხედრო ზომების მიღება.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ამოქმედება ხდება მაშინ,იწყება ომი,მიუხედავად ძალის გამოყენების აკრძალვისა და თვით ამ ომის სამართლიანობისა.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნივერსალური საერთაშორისო სამართლის შემადგენელი ნაწილია,რომლის მიზანს ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და უზრუნველყოფა წარმოადგენს.მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობის შენარჩუნების საქმეში იმით,რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მოუწოდებს ჰუმანურობისაკენ.მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ან ყოველ შემთხვევაში,შეაფერხოს კაცობრიობბის ზნეობრივი დაცემა სრულ ბარბაროსობამდე.ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებიბს დაცვა მტკიცე საფუძველს ქმნის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ მშვიდობის დასამყარებლად .
1864წლის 22 აგვისტოს ჟენევის კონვენცია “ სახმელეთო ომების დროს დაჭრილ და ავადმყოფ მეომართა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ” სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა საჯარისო სამედიცინო ფორმირებების მოქმედებებს ბრძოლის ველზე. ნეიტრალურობის სტატუსის წყალობით მათ აქვთ იმუნიტეტი თავდასხმის წინააღმდეგ: სამედიცინო ფორმირებები და პერსონალი არ შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი და ასევე არ შეიძლება მათ საქმიანობას დაბრკოლება შეექმნას. ამასთანავე , არ შეიძლება დაისაჯოს ადგილობრივი მოსახლეობა დაჭრილთათვის დახმარების გაწევის გამო. 1864 წლის კონვენციამ ნათელი გახადა, რომ ჰუმანური მოპყრობა როგორც საკუთარი, ისე მოწინაღმდეგის დაჭრილების ან გარდაცვლილთა მიმართ, ესადაგებოდა ომის სამართალს.
1899 წელს ჰააგის სამშვიდობო კონფერენციამ მიიღო კონონვენცია, რომელმაც ჟენევის სამართლის მფარველობა საზღვაო ომის მსხვერპლზედაც გაავრცელა. ამ კონვენციის გადასინჯული რედაქცია მიღებულ იქნა ჰააგის 1907 წელს. სამშვიდობო კონფერენციაზე, ხოლო შემდგომ იქცა ჟენევის ამჟამინდელ 11 კონვენციათ ხომალდის დაღუპვის შედეგად დაზარალებულ პირთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ (1949 წლის 12 აგვისტო).
ჰააგის ზემოხსენებულმა სამშვიდობო კონფერენციებმა განიხილეს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საფუძვლიანადაა წარმოდგენილი ჩვეულებით სამართალში, კერძოდ, ეს ეხება სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობას. 1929 წლის ჟენევის ორი კონვენციიდან ერთ–ერთი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და, ფაქტობრივად, სამხედრო ტყვიის კოდექსს წარმოადგენდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ იქნა გადასინჯული. ჟენევის III კონვენცია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ დღემდე მოქმედებს.
ლიბერის ნაშრომმა ორ მნიშვნელოვან პროცესს დაუდო სათავე. ერთი მხრივ, იგი ომის სამართლის სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციების შექმნის მაგალითად მოგვევლინა, მეორე მხრივ კი, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარების მეორე ეტაპს –ომის წარმოების წესების ჩასახვას. ამის პირველი დასტურია სანკტ–პეტერბურგის 1868 წლის დეკლარაცია, რომელიც კრძალავს 400გრ–ზე მეტი მასიის მქონე ფეთქებადი ჭურვების გამოყენებას. რუსეთის მეფის მიერ საქტ–პეტერბურგში მოწვეულმა კონფერენციამ შეძლო ყოველგვარი ზედმეტი აურზაურის გარეშე აეკრძალა შეიარაღების კონკრეტული სახის გამოყენება, ვინაიდან მსგავსი ჭურვები ამაოდ ართულებდა დაჭრილთა ტანჯვას ანდა მათ უცილობელ სიკვდილს უქადდა. რამდენადაც სამხედრო ოპერაციების მიზანი მოწინააღმდეგის ჯარისკაცთა მაქსიმალური რაოდენობის მწყობრიდან გამოყვანაა და სულაც არ გულისხმობს მათთვის ასეთი საზარელი ჭრილობების მიყენებას, დიპლომატებმა შეძლეს, შეთანხმებულიყვნენ ამ სახეობის ჭურვების აკრძალვის თაობაზე.
ჰააგის კონვენცია სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ომის სამართლის კოდიფიკაციას წარმოადგენს, მასში, კერძოდ, შედის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობისა და საომარი მოქმედებების წარმართვის წესები, კანონები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება. აღნიშნულ კონვენციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი მონაკვეთი–“მოწინააღმდეგისათვის ზიანისს მიყენების საშუალებები, ძალა და დაბომბვა”.
1949 წლის 12 აგვისტოს შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ჟენევაში მიწვეულმა 48 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს ოთხი კონვენცია ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ. ეს კონვენციები შედეგია ხანგრძლივი კონსულტაციებისა, რომლებიც მოაწყო წჯსკ–მა მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
1974–1977წლებში ჟენევაში შეიარაღებულ კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ გამართულმა დიპლომატიურმა კონფერენციამ 1977წლის 8 ივნისს მიიღო ჟენევის კონვენცისების ორი დამატებითი ოქმი.I ოქმი არის ახალი ნორმები,რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს განეკუთვნება,II ოქმში კი წარმოდგენილია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები,რომლებიც არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოიყენება.
1993 წლის ხელშეკრულება ქიმიური იარაღის შესახებ კრძალავს არა მხოლოდ მის გამოყენებას,არამედ წარმოებასა და ფლობას.
1995 წლის ოქტომბერში ვენის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული ოქმი დამაბრმავებელი ლაზერული იარაღის შესახებ, კრძალავს ლაზერული იარაღის როგორც გამოყენებას,ასევე გადაზიდვას.ოქმი ასევე ავალდებულებს სახელმწიფოებს,რომ მიიღონ უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა,შეიარაღებული ძალების წვრთნის ჩათვლით,სხვა ლაზერული სისტემბის კანონიერი გამოყენების დროს სამუდამო სიბრმავის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად.
ნაღმებთან დაკავშირებით,1980 წლის კონვენციის II ოქმის გამოყენების სფერო გაფართოვდა ჟენევაში 1996 წლის 3 მაისს.ნაღმების,მახე–ნაღმების და სხვა მოწყობილობათა გამოყენების აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ ოქმის შესწორებული ვარიანტის მიღების.ამასთაბ,კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების,დაგროვების,წარმოებისა და გადაზიდვის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ,რომელსაც ოტავაში 1997 წლის 3–4 დეკემბერს ხელი მოაწერა 121–მა სახელმწიფომ,მთლიანად კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს.კონვენცია ასევე ითვალისწინებს ნაღმების მოსპობასა და ნაღმების მსხვერპლთა დახმარებას.
სჰს–ის ხელშეკრულებები,რომლებიც შეიცავს ნორმების გარემოს დაცვის შესახებ,მოიცავს I დამატებითი ოქმის 55–ე მუხლს და 1976 წლის 10დეკემბრის კონვენციას სამხედრო ან სხვა ნებისმიერი მტრული მიზნებით იმ საშუალებათა გამოყენების აკრძალვის შესახებ,რომლებიც ზემოქმედებს გარემოზე.
თუმცა, 1991 წლის “ომმა ყურეში” ცხადყო ამ ნორმების ცოდნის უკმარისობა და ხშირ შემთხვევებში მათი უზუსტობაც. ამის გამო, 1994 წელს, გაეროს გენერალური ანსამბლეის მხარ დაჭერით და ამ საკითხში ექსპერტთა დახმარებით, წჯსკ–მა შეადგინა “სახელმძღვანელო მითითებები სამხედრო დებულებებისათვის და ინსტრუქციები გარემოს დაცვის თაობაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს “ .
ჟენევის კონვემციების მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა უფლებას, მიიღონ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთები. ამ უფლებამ შემდგომში განვითარება პოვა 1977წლის დამატებითი ოქმების მიღების შედეგად.
საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დახმარების მიღების უფლება, კერძოდ მოიცავს :
–სამოქალაქო მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთების შემცველი ამანათების თავისუფალ გატარებას(23–ე მუხლი ).
–ოკუპანტი სახელმწიფოს მოვალეობას, უზრუნველყოს ოკუპირებული ტარიტორიის მოსახლეობა პირველადი მოხმარების ნივთებით (მეოთხე 55–ე მუხლი ),თუ მისი საკუთარი მარაგი არ არის საკმარისი ამ მიზნის განხორციელებისათვის, ოკუპანტი სახელმწიფო უნდა დათანხმდეს ქვეყნის გარეთ არსებული წყაროების მიერ დახმარების მოწოდებაზე(მეოთხე კონვენციის 59–ე მუხლი).
არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს II ოქმი ( მუხ.18) განსაზღვრავს, რომ თუ სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის უაღრეს გაჭირვებას სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველადი მოხმარების ნივთების ნაკლებობის გამო, დახმარების აქციები რომელთაც აქვთ მხოლოდ ჰუმანიტარული და მიუკერძოებელი ხასიათი და მიმდინარეობს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უნდა განხორციელდეს მებრძოლ მხარეთა თანხმობის საფუძველზე. დღესდღეობით საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სახელმწიფო უნდა დართოს ნება ამგვარი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის აქციების ჩატარებაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий